Sunday, August 30, 2015
დღე 9
მოვაწესრიგე პორტფოლიო. მთლიანად გავიმეორეთ შესწავლილი მასალა. დავასრულეთ ბუკლეტზე მუშაობა.პროექტზე მომუშავე მსმენელმა პედაგოგმა ლედი ლომსაძემ წარმოადგინა პროექტი "გენდენური თანასწორობა", რომელმაც საინტერესოდ ისაუბრა ქალთა გენდერულ თანასწორობაზე საზოგადოებაში. პედაგოგმა ლეილა ტარიელაშვილმა მსმენელებს წარუდგინა პროექტი " მოგზაურები", რომელმაც დაუსწრებლად იმოგზაურა საბერძნეთში, იტალიასა და ეგვიპტეში. ძველი კულტურა დაუკავშირა რეალობას. პროექტზე მომუშავე ირმა მიქაბერიძემ "მათემატიკა ჩვენს გარშემო" ისაუბრა მათემატიკის მნიშვნელობაზე . თეა შარიქაძემ ინგლისური ენის პედაგოგმა თავის პროექტში" გავაცნოთ ბორჯომ- ხარაგაულის ნაკრძალი ტურისტებს"მსმენელთა ყურადღება მიიპყრო თუ როგორ აცნობენ მოსწავლეები უცხოელ ტურისტებს ნაკრძალის მნიშვნელობას და აწვდიან ინფორმაციას ფლორისა და ფაუნის შესახებ. ირინა შარიქაძემ ისაუბრა "ენაში დაკარგულ მარგალიტებზე", რომელიც სახალისო და საინტერესო იყო. იზო გველესიანმა ვრცლად ისაუბრა დაბინძურებულ გარემოზე. თამარ შარიქაძემ "მიგრაცია 21-ე საუკუნეში" რეალურ ფაქტებზე დაყრდნობით მსმენელთა მოწონება დაიმსახურა.ნარგიზი ჭყოიძემ პროექტით "გეომეტრიული ფიგურები",რომელიც ყოველდღიურ ცხოვრებაში გვხვდება.პროექტის ხელმძღვანელმა ქალბატონმა მანანა კვინიკაძემ სითბოთი და სიყვარულით გამთბარმა სული და გული არ დაიშურა, რათა თითეული მსმენელამდე მიეტანა საინტერესო საკითხები. მადლობა ქალბატონო მანანაააააააააააააააააააა.უდიდესი სიყვარულისთვის.
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment