Sunday, August 30, 2015

დღე 9

        მოვაწესრიგე პორტფოლიო.  მთლიანად გავიმეორეთ  შესწავლილი მასალა. დავასრულეთ  ბუკლეტზე მუშაობა.პროექტზე მომუშავე მსმენელმა პედაგოგმა ლედი ლომსაძემ წარმოადგინა პროექტი  "გენდენური თანასწორობა", რომელმაც საინტერესოდ ისაუბრა ქალთა გენდერულ თანასწორობაზე საზოგადოებაში. პედაგოგმა ლეილა ტარიელაშვილმა მსმენელებს წარუდგინა პროექტი " მოგზაურები", რომელმაც  დაუსწრებლად იმოგზაურა საბერძნეთში, იტალიასა  და ეგვიპტეში. ძველი კულტურა დაუკავშირა რეალობას. პროექტზე მომუშავე ირმა მიქაბერიძემ "მათემატიკა ჩვენს გარშემო" ისაუბრა მათემატიკის   მნიშვნელობაზე .  თეა შარიქაძემ ინგლისური ენის პედაგოგმა  თავის პროექტში" გავაცნოთ ბორჯომ- ხარაგაულის ნაკრძალი ტურისტებს"მსმენელთა ყურადღება მიიპყრო თუ როგორ აცნობენ მოსწავლეები უცხოელ ტურისტებს ნაკრძალის მნიშვნელობას და აწვდიან ინფორმაციას ფლორისა და ფაუნის შესახებ. ირინა შარიქაძემ ისაუბრა "ენაში დაკარგულ მარგალიტებზე", რომელიც სახალისო და საინტერესო იყო. იზო გველესიანმა ვრცლად ისაუბრა დაბინძურებულ გარემოზე. თამარ შარიქაძემ "მიგრაცია 21-ე საუკუნეში" რეალურ ფაქტებზე დაყრდნობით  მსმენელთა მოწონება დაიმსახურა.ნარგიზი  ჭყოიძემ პროექტით "გეომეტრიული ფიგურები",რომელიც ყოველდღიურ ცხოვრებაში გვხვდება.პროექტის ხელმძღვანელმა ქალბატონმა მანანა კვინიკაძემ  სითბოთი და  სიყვარულით გამთბარმა სული და გული არ დაიშურა, რათა თითეული მსმენელამდე მიეტანა საინტერესო საკითხები. მადლობა ქალბატონო მანანაააააააააააააააააააა.უდიდესი სიყვარულისთვის.

Saturday, August 29, 2015

დღე 8

ვამთავრებთ  პროექტის მერვე დღეს და  ვისწავლე  გაზიარება. ვისწავლე ვებ- გვერდის შექმნა.,გავეცანი ფასტილიკაციის  კითხვარებს  . შევქმენი ონლაინ კითხვარები. პორტფოლიო დავდეთ ბლოგზე და გამოვაქვეყნეთ

Tuesday, August 25, 2015

დღე 4

გავეცანი შეფასების ხუთ მიზანს,რომელიც მეორე მოდულის მესამე აქტივობაში მოცემული. შევარჩიე შეფასების  მეთოდები და ინსტრუმენტებიხუთივე მიზნისთვის.შევავსეთ შეფასების  დროის ჩარჩო და ჩავწერეთ გეგმაში.  მოსწავლეთა საჭიროებიების შესაფასებლად შევქმენით "ვიცი ,  მინდა   ვიცოდე, ვისწავლე." დიაგრამა.მიზნების  შესაბამისად დავიწყეთ პროცედურების შევსება.

Monday, August 24, 2015

დღე 7

ბლოგზე შეტყობინების დამალვა- გამოჩენა. გავაკეთეთ მოსწავლეთ თვითშეფასების ფორმა. ვისწავლეთ ინტერვიუების აღება და ბლოგზე განთავსება. განვიხილეთ მოსწავლეთა დიფერენცირება. ვისწავლეთ ხარაჩოს შექმნა.პრეზენტაციის ნაშრომისათვის გამოვაქვეყნეთ პრეზენტაციის ფორმა.

Wednesday, August 19, 2015

დღე 6

           შევისწავლეთ სლაიდებზე     ფერის  შეცვლა.სლაიდზე სურათების დადება. პრეზენტაციი ბლოგზე დადება. პრეზენტაციის დრაივის ფორმატში გადაყვანა. გავაკეთეთ კომენტარები ერთმანეთის ნაშრომებზე. გადავხედეთ პორტფოლიოს რუბლიკებს.შევქმენით პრეზენტაციისთვის შეფასების რუბლიკა.

Tuesday, August 18, 2015

მოსწავლის ნაშრომი

დღე 5

დღეს ვისწავლე დრაივში შესვლა და ინფორმაციის ატვირთვა. საავტორო უფლებების  შესახებს პრეზენტაციას გავეცანი.ავტვირთე პორტფოლიო. დრაივზე დოკუმენტების ჩასწორება გადატანა.სურათების ინტერნეტიდან გადმოწერა.შევქმენი მოსწავლის ნიმუში.